პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, პერსონალური მონაცემების დაცვა კი მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიხედვით მონაცემთა სუბიექტს როგორც უფლებებს, ასევე მათი რეალიზების ბერკეტებს ანიჭებს.
თქვენ გაქვთ უფლება:
- თქვენი მონაცემები დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, ღირსების შეულახავად;
- იცოდეთ ვინ და რა სახის მონაცემებს ამუშავებს თქვენს შესახებ, რა მიზნით და რა საფუძვლით;
- მოითხოვოთ არასრული, არაზუსტი, მოძველებული, უკანონოდ მოპოვებული მონაცემების გასწორება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;
- მოითხოვოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა.
- თუ თქვენი მონაცემები უკანონოდ მუშავდება, მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.