როგორ გამოვითხოვო ჩემს შესახებ ინფორმაცია?

თქვენი მონაცემების დამუშვების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა შეგიძლიათ როგორც ზეპირი, ისე  წერილობითი ფორმით. შესაძლებელია, მონაცემთა დამმუშავებელს დადგენილი ჰქონდეს ინფორმაციის გამოთხოვის სპეციალური ფორმაც.

თქვენ გაქვთ უფლება, გაეცნოთ თქვენ შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური.  მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ფორმას (ელექტრონულად, დოკუმენტის ასლი ან სხვა) თავად ირჩევთ.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია მხოლოდ თქვენი  პერსონალური მონაცემების შესახებ.  სხვა პირის მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნისთვის აუცილებელია სპეციალური უფლებამოსილების ან წარმომადგენლობის დადასტურება, მაგალითად, მშობლის მიერ შვილის ან ადვოკატის მიერ კლიენტის მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში.