ელ. კომუნიკაციის კომპანიის მიერ შეტყობინების ვალდებულება

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8მუხლის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციის განმახორციელებელი კომპანიები ვალდებულნი არიან აღრიცხონ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემის ფაქტები და მონაცემების გადაცემის შესახებ (როდესაც გადაცემა არ ხორციელდება ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით) აცნობონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მათი გადაცემიდან 24 საათში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს საიდუმლო კორესპონდენციის მეშვეობით წერილობით ან ელექტრონული მატარებლის საშუალებით. კორესპონდენციის მიღება ინსპექტორის სამსახურში წარმოებს ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაში.