მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემა

 

მონაცემთა ტრანსსასაზღვრო, ანუ სხვა სახელმწიფოსათვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემად ითვლება მონაცემთა გადაცემა ისეთი მიმღებისთვის, რომელზეც არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია. მაგალითად, თუ თქვენი კომპანია საქართველოშია რეგისტრირებული და მომხმარებლის მონაცემებს უგზავნის პარტნიორს, რომელიც საქმიანობს სხვა სახელმწიფოში - ეს მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემაა.

 

მონაცემთა გადაცემა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ:

  • არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძვლები და თუ შესაბამის სახელმწიფოში და საერთაშორისო ორგანიზაციაში უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები;
  • მონაცემთა გადაცემა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით;
  • მონაცემთა დამმუშავებელი უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიებს და მონაცემთა სუბიექტის ძირითადი უფლებების დაცვას მონაცემთა დამმუშავებელსა და შესაბამის სახელმწიფოს, ასეთი სახელმწიფოს იურიდიულ, ფიზიკურ პირს ან საერთაშორისო ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;
  • ხელშეკრულების საფუძველზე მონაცემთა გადაცემისას აუცილებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ნებართვა.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულებზე:

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხა

პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემაზე ნებართვის გაცემის წესი

მონაცემთა საერთაშორისო გადაცემისათვის ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმა