ბიომეტრული და გენეტიკური მონაცემების დამუშავება

ბიომეტრიული მონაცემია თითის ანაბეჭდი, თვალის ფერადი გარსი, თვალის ბადურის გარსი - ანუ ფიზიკური, ფსიქიკური ან ქცევის მახასიათებელი, რომელიც უნიკალური და მუდმივია თითოეული ფიზიკური პირისათვის. გენეტიკური მონაცემი არის ფიზიკური პირის უნიკალური და მუდმივი მონაცემი გენეტიკური მემკვიდრეობის ან/და დნმ-ის კოდის შესახებ, რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება.

ბიომეტრიული  მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია:

  • ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელების, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, აგრეთვე საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნებისათვის. თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს;

 

ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების შესახებ წინასწარ უნდა აცნობოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და მიაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

 

  • ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება მონაცემთა სუბიექტს;
  • მონაცემთა დამუშავების მიზეზი;
  • მონაცემთა დაცვის გარანტიები.