ვიდეოთვალთვალი

ვიდეოთვალთვალი მონაცემთა დამუშავების საკმაოდ გავრცელებული და კანონით ნებადართული საშუალებაა. თუმცა მისი გამოყენებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ კანონით დადგენილი კონკრეტული წესები და რეგულაციები:

  • ვიდეოთვალთვალი დასაშვებია მხოლოდ პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისგან დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის.

 

  • დასაშვებია მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგი; სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალი შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის და ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.

 

  • აუცილებელია თვალსაჩინო ადგილას შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის განთავსება.

 

  • აკრძალულია ვიდეოთვალთვალი გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში.

 

  • ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებულ მონაცემებზე ხელი უნდა მიუწვდებოდეთ მხოლოდ სათანადო უფლებამოსილების მქონე პირებს. ვიდეოჩანაწერი კი უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ განსაზღვრული ვადით, რაც საჭიროა კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

 

  • მონაცემთა დამმუშვებელმა უნდა შექმნას ვიდეოჩანაწერების შენახვისთვის განკუთვნილი ფაილური სისტემა. ჩანაწერების (გამოსახულება/ხმა) გარდა, სისტემა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ.