კამპანია #აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა

2022-09-05 11:40:03

♾️
#აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ონლაინ კამპანიას ვიწყებთ.
1 თვის განმავლობაში მოგაწვდით ინფორმაციას იმ მნიშვნელოვანი ჩვევების შესახებ, რომელებიც პირადი ინფორმაციის დასაცავად ყოველდღიურად უნდა გახსოვდეთ.
ილუსტრირებული ბარათები, მასზე დატანილი მნიშვნელოვანი რჩევებით, ყოველდღიურად მეტად დაგაფიქრებთ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენი ან სხვისი მონაცემების გაცემისას, მუდმივად დაინტერესდეთ რატომ, რა მიზნით გთხოვენ ამა თუ იმ ინფორმაციას და შეესაბამება თუ არა იგი კანონის მოთხოვნებს.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემთა დაცვის საკითხების მიმართულებით ყველაფერს კანონი ვერ არეგულირებს. კანონმდებლობა არ ვრცელდება მონაცემთა პირადი მიზნებისთვის დამუშავებაზე, მაგრამ ამის მიუხედავად, საჭიროა საზოგადებაში დამკვიდრდეს და ჩამოყალიბდეს პირად ურთიერთობებში მონაცემთა დაცვისა და პატივისცემის კულტურა.
კამპანიის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და გარკვეული წესების დაცვა მომავალში გარკვეულ მორალურ თუ ფინანსურ ზარალს აგარიდებთ თავიდან.

 

ელექტრონული მოწყობილობების უყურადღებოდ დატოვებისას იმაზე უარესი რამ შეიძლება მოხდეს, ვიდრე მეგობრების მიერ ხუმრობით დაწერილი სტატუსებია.
და რომელია შენი ყოველდღიური ჩვევა, რომელსაც მონაცემთა დასაცავად იყენებ?

♾️
#აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა

 

უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტზე დაუკვირვებელი და ნაჩქარევი თანხმობით, ვინ იცის, იქნებ იმაზე თანხმდებით, რომ თქვენს ელექტრონულ მოწყობილობაში შენახული ინფორმაცია სხვის ხელში აღმოჩნდეს?!
და რომელია თქვენი ყოველდღიური ჩვევა, რომელსაც მონაცემთა დასაცავად იყენებთ?

♾️
#აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა

 

 

 

პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების წესებს კანონი არეგულირებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, რამდენჯერაც გადადებთ ჩვენთვის მომართვას, იმდენჯერ მეტია რისკი, რომ უფრო მეტი უკანონო შეტყობინება დაგზავნოს კომპანიამ.

და რომელია თქვენი ყოველდღიური ჩვევა, რომელსაც მონაცემთა დასაცავად იყენებთ?

#აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა

 

 

 

 

 

 

 

პირადი მიზნით ფოტოების გავრცელებისას გიფიქრიათ იმ ადამინების ინტერესებზეც, რომლებიც აგრეთვე ხვდებიან კამერის ობიექტივში?
მაგალითად, როდესაც საბავშვო ბაღიდან ჩვენი შვილის სხვა ბავშვებთან ერთად გადაღებულ ფოტოს ვავრცელებთ, საყურადღებოა, რამდენად სურთ მათ მშობლებს აღნიშნული კადრის საჯარო განთავსება?!
ერთად დავამკვიდროთ მონაცემთა დაცვის კულტურა
#აიღენებართვა
#აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა

პაროლი - ეს ის მნიშვნელოვანი გასაღებია, რომელიც სხვა ადამიანებს თქვენს უამრავ პირად ინფორმაციაზე გაუღებს კარს.
ამიტომ, პაროლების შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ სასურველია
  • გამოიყენოთ უნიკალური და რთული, მრავალფეროვანი კომბინაციისგან შემდგარი პაროლი. რთული პაროლი ნიშნავს სულ ცოტა 8-დან 12-მდე სიმბოლოს, ციფრებს, სხვადასხვა ნიშანს, დიდ და პატარა ასოებს.
  •  მოერიდეთ პაროლების დამახსოვრების ფუნქციის გამოყენებას;
  •  თუ მარტივ და ერთსა და იმავე პაროლს გამოიყენებთ, ერთ ანგარიშზე უნებართვო წვდომა საფრთხეში ჩააგდებს თქვენს სხვა ანგარიშებსაც.
 ერთად დავამკვიდროთ მონაცემთა დაცვის კულტურა
#აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა

 

სანამ თქვენ გგონიათ, რომ ჯეკპოტი მოიგეთ ან შორეულ ქვეყანაში მცხოვრებმა პრინცმა მემკვიდრეობა დაგიტოვათ, მანამდე თქვენს მოწყობილობაში არსებულ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლოა ჰაკერებმა მოიპოვეს.
ფიშინგი ონლაინ თაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
ახალ ბმულზე გადასვლამდე ყურადღება მიაქციეთ:
  • მის სანდოობას. ვებგვერდს მისამართის ველს თან უნდა ერთვოდეს ბოქლომის სიმბოლო და მისამართის პანელი იწყებოდეს HTTPS:// და არა HTTP:// სიმბოლოებით;
  • თუ გგონიათ რომ, ბმული თქვენთვის ნაცნობ კომპანიას უკავშირდება, კარგად დააკვირდით მის წარწერას, რადგან შესაძლოა სხვაობა მხოლოდ ერთ სიმბოლოში იყოს;
  • მოერიდეთ უცხო ბმულებზე პერსონალური მონაცემების შეყვანას.
 ერთად დავამკვიდროთ მონაცემთა დაცვის კულტურა
 #აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა