თუ გაქვთ შეკითხვები პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით, ფლობთ ინფორმაციას შესაძლო კანონდარღვევის შესახებ, ან მიგაჩნიათ, რომ თქვენს მონაცემებს უკანონოდ ამუშავებენ - ამ გვერდის საშუალებით შეგიძლიათ მარტივად დაგვიკავშირდეთ და იმოქმედოთ თქვენი და სხვისი უფლებების დასაცავად.
თუ ფლობთ ინფორმაციას შესაძლო კანონდარღვევის შესახებ და გსურთ, რომ აცნობოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ამ გვერდის საშუალებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ შეტყობინება. ამისთვის პირველ რიგში უნდა შეავსოთ „შეტყობინების“ ველი და მოგვაწოდოთ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია დარღვევის შინაარსის, ადგილის, დროის და სავარაუდო კანონდამრღვევის შესახებ.
შეტყობინების გამოგზავნისას სასურველია მიუთითოთ საკონტაქტო მონაცემები, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში შევძლოთ თქვენთან დაკავშირება. თუმცა, თუ ანონიმურად დარჩენა გსურთ, შეავსეთ მხოლოდ ერთი სავალდებულო ველი.
შეტყობინების გამოგზავნა შეგიძლიათ ჩვენი მობილური აპლიკაციის მეშვეობითაც.
თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა.
შემოიტანეთ განცხადება
თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებენ და გსურთ, რომ ინსპექტორმა რეაგირება მოახდინოს, უნდა მოგვმართოთ განცხადებით. განცხადების შემოტანა შეგიძლიათ როგორც ჩვენს ოფისში: თბილისი, ვაჩნაძის ქუჩა № 7, ასევე ელექტრონულად.
ელექტრონული ფორმით განცხადების შემოსატანად შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ განცხადების ფორმა და შევსებული, ხელმოწერილი და დასკანერებული გამოგვიგზავნოთ მისამართზე: office@stateinspector.ge. ინსპექტორის აპარატი გთავაზობთ უფრო მოქნილ შესაძლებლობასაც: დარეგისტრირდით საქმის წარმოების სისტემაში, სადაც ერთ ონლაინ სივრცეში შეძლებთ როგორც განცხადების შემოტანას, ასევე მისი განხილვის პროცესისთვის თვალყურის დევნებას და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას.
თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies)
„მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე „მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა
თუ ფლობთ ინფორმაციას შესაძლო კანონდარღვევის შესახებ, ან მიგაჩნიათ, რომ თქვენს მონაცემებს უკანონოდ ამუშავებენ, დაგვიკავშირდით და იმოქმედეთ თქვენი და სხვისი უფლებების დასაცავად.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი: ლანა ხუნაშვილი - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი