ტრენინიგი ინსპექტორის აპარატში

პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობა, მონაცემების დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, ინპექტორის მანდატი, მოქალაქეთა უფლებები, ინსპექტორისათვის მიმართვის წესი, მონაცემთა გასაჯაროვების საფუძვლები - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში თემით დაინტერესებული პირებისათვის, კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ტრენინი გაიმართა.

მას ინსპექტორის აპარატის პროექტებისა და სამართლებრივი ანალიზის მენეჯერი მარიამ ელყანაშვილი უძღვებოდა.

რა შემთხვევაში არის დასაშვები შენობაში ვიდეო თვალთვალი, როგორ უნდა დამუშავდეს ბიომეტრული მონაცემები, რა პრინციპები არსებობს მონაცემების მესამე პირებზე გადაცემის დროს, რომელია გასაკუთრებული კატეგორიის მონაცემები და რა სანქციები არსებობს პერსონალურ მონაცემთა კანონის დარღვევისას - ეს იმ სკითხთა ჩამონათვალია, რომლითაც დამსწრე საზოგადოება დაინტერესდა.

დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგი ყოველთვიურად იმართება. შემდეგი ტრენინგი დეკემბერში ჩატარდება.

იხილეთ ფოტო გალერია

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.