ტრენინგი „საჯარო ინფორმაცია და პერსონალურ მონაცემთა დაცვა“

ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით 28 და 29 ოქტომბერს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტრენინგი ჩატარდა „საჯარო ინფორმაცია და პერსონალურ მონაცემთა დაცვა." ტრენინგს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ტრენინგის პროგრამა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან თანამშრომლობით შეიქმნა, ხოლო ტრენერები სპეციალურად გადამზადდნენ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის" ხელშეწყობით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლის“ ფარგლებში.

სწავლების პროცესი ინტერაქციულად წარიმართა. ტრენინგის დასრულების შემდგომ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.