თამარ ქალდანმა საქართველოს გამოცდილება ყირგიზ კოლეგებს გაუზიარა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ მრგვალ მაგიდაზე მოხსენებით გამოვიდა. მონაწილეებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებზე, მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს შექმნასა და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს. ინსპექტორმა კოლეგებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა და პრაქტიკა გააცნო.

ღონისძიება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ორგანიზებით და ვენეციის კომისიისა და ინტერნეტ პოლიტიკის სამოქალაქო ინიციატივის საზოგადოებრივი ფონდის (Public Fund Civil Initiative on Internet Policy) მხარდაჭერით ჩატარდა.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.