თამარ ქალდანი ევროპის საბჭოს საკონსულტაციო კომიტეტის ბიუროს 44-ე სხდომას ესწრება

ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის მოდერნიზების საკითხები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დაცვა, თანამშრომლობა ევროპის საბჭოს სხვა კომიტეტებთან - ამ და სხვა საკითხების განსახილველად პარიზში ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის ბიუროს 44-ე სხდომა მიმდინარეობს.

ბიუროს სხდომის მონაწილეები განიხილავენ „მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის მოდერნიზების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს, იმსჯელებენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ რეკომენდაციის ტექსტზე. სხდომის მონაწილეები ასევე განიხილავენ სახელმძღვანელო დოკუმენტის პროექტს, რომელიც ეხება მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციასთან (ICANN) დაკავშირებული მონაცემების დამუშავებისას მონაცემთა დაცვის პრინციპებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას. ბიუროს სხდომაზე განიხილება ევროპის საბჭოს სხვა კომიტეტებთან, მათ შორის, კიბერდანაშაულის კომიტეტთან, თანამშრომლობის მიმართულებებიც. სხდომის ფარგლებში დაგეგმილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებისა და აქტივობების მიმოხილვა და კომიტეტის 2018-2019 წლების სამუშაო პროგრამის დეტალური განხილვა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საკონსულტაციო კომიტეტში საქართველოს მეოთხე წელია წარმოადგენს. თამარ ქალდანი ბიუროს წევრად 2016 წლის ივნისში აირჩიეს.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.