ინსპექტორის განცხადებები

მარტი 13, 2015

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს კომპანიებს, დაიცვან კანონით დაკისრებული ვალდებულებები და მსგავსი ხასიათის შეტყობინებების გაგზავნისას მისცენ მოქალაქეებს პირდაპირ მარკეტინგზე უარის თქმის შესაძლებლობა.

თებერვალი 11, 2015

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეხმაურება ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის პირადი ცხოვრების განხილვას და სენსიტიურ ინფორმაციაზე ირიბ თუ პირდაპირ მითითებას, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ ეთერში და შემდგომ უკვე სხვადასხვა მედია საშუალებებში მიმდინარეობს. 

სექტემბერი 1, 2014

2014 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა  პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს პირდაპირი მარკეტინგის რეგულირების დახვეწას.

მაისი 11, 2014

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აზრით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის საშუალებით 2014 წლის 10 მაისს გავრცელებული პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და ბიზნესმენების პირადი და საქმიანი საუბრების უნებართვო ჩაწერასა და მიყურადების ფაქტზე უნდა ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

მაისი 6, 2014

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის დღევანდელ საგანგებო განცხადებას ეხმაურება. ინსპექტორის განცხადებით, ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა, თუ ის არ ხორციელდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფას და დანაშაულს.

მარტი 10, 2014

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) და მედიის განვითარების ფონდმა (MDF) 2014 წლის 8 მარტს გაავრცელეს საჯარო განცხადება შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიის „თი-ვი ემ-არ საქართველოში“ შემოწმების ფარგლებში ე.წ. „ფიფლმეტრების“ აღრიცხვის შესახებ. 

დეკემბერი 20, 2012

დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ვებ-გვერდზე რამდენიმე მოშიმშილე პატიმრის ვინაობა და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულთა შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. 

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.