ინსპექტორის განცხადებები

ოქტომბერი 21, 2017

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ამომრჩეველთა სია საჯაროა და მასში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზნებს. 

მაისი 24, 2017

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეხმაურება გადაცემა „ბავშვების დრო“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მშობლის თანხმობით გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. 

სექტემბერი 14, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ინტერნეტში გავრცელებული აუდიოჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით.

აგვისტო 15, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეხმაურება გაზეთ „ქრონიკა+“-ის მიერ რამდენიმე საათის წინ ინტერნეტ სივრცეში ეგრეთ წოდებული ციხის კადრების გავრცელების ფაქტს. გავრცელებულ ვიდეომასალაში შესაძლებელია მასზე ასახული პირების სრულად იდენტიფიცირება. ეს ხელყოფს მათ პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას

ივლისი 13, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაიწყო ერთ-ერთი ონლაინსესხების გამცემი კომპანიის შემოწმება ინტერნეტბანკის მომხმარებელთა სახელისა და პაროლის შეგროვების ფაქტთან დაკავშირებით. 

მარტი 31, 2016

მიუხედავად სახელმწიფო უწყებების ძალისხმევისა, დაანონსებული კადრების გავრცელების მცდელობა და მუქარა გრძელდება. მიმდინარე გამოძიებებს სავარაუდოდ, დაემატება კიდევ ერთი რეზონანსული საქმე და საზოგადოება დღითიდღე კარგავს ამ უმძიმესი დანაშაულის სწრაფად და ეფექტურად გამოძიების იმედს. 

მარტი 11, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეხმაურება დღეს, დისკრედიტაციის მიზნით ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტს. 

ოქტომბერი 26, 2015

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი წამების, არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრების  გავრცელების და მათი შემდგომი ტირაჟირების ფაქტებთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლებს.

სექტემბერი 9, 2015

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეხმიანება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის განცხადებას, რომ  „შესაბამისმა სამსახურებმა იცოდნენ“  მასსა და ალექსი პეტრიაშვილს შორის არსებული პირადი ურთიერთობის შესახებ. 

მარტი 13, 2015

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს კომპანიებს, დაიცვან კანონით დაკისრებული ვალდებულებები და მსგავსი ხასიათის შეტყობინებების გაგზავნისას მისცენ მოქალაქეებს პირდაპირ მარკეტინგზე უარის თქმის შესაძლებლობა.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.