სიახლეები

იანვარი 10, 2017

„ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ დაწყებული რეფორმის წარმატებული ნაწილი და არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვათ სტანდარტის დაწევა“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პარლამენტში სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას დაესწრო.

დეკემბერი 16, 2016

არჩევნები და პერსონალური მონაცემების დაცვა, ელექტრონული ბაზების უსაფრთხოება, გამოხატვის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - ამ და სხვა საკითხებზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა სომეხ კოლეგებთან ერთად იმსჯელეს. 

დეკემბერი 14, 2016

 „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების გაძლიერება“ - ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით  ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა და ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებმა გახსნეს.

დეკემბერი 13, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ევროსაბჭოს ექსპერტებთან ერთად მსჯელობს სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებაზე, რომელთა მთავარი მიზანი მოქალაქეთა პირადი ცხოვრების გაშუქებისას ბალანსის დაცვის წახალისებაა.

დეკემბერი 7, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სომხეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს როლისა და აქტივობების შესახებ გამართულ საჯარო დისკუსიას დაესწრო. დისკუსია ერევანში გამოხატვის თავისუფლების დაცვის კომიტეტის პროექტის ფარგლებში გაიმართა. 

დეკემბერი 1, 2016

2016 წლის 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით სტრასბურგში ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის ბიუროს მე-40 სხდომა იმართება. სხდომაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი მონაწილეობს.

ნოემბერი 25, 2016

მათთვის, ვისაც პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები აინტერესებს 2016 წლის 25 ნოემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ოფისში მორიგი ტრენინგი გაიმართა, რომელსაც ტრენინგების მენეჯერი ნატალია მიქელაძე უძღვებოდა.

ნოემბერი 24, 2016

პერსონალურ  მონაცემთა დაცვისა და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი ბერლინში მესამოცედ შეიკრიბა.  შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო ორგანოების და საჯარო უწყებების ექსპერტებთან ერთად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  

ნოემბერი 21, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, გაეროს და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასათვის" ფარგლებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, აცხადებს სტუდენტების მიღებას  2017 წლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლაში. 

ნოემბერი 18, 2016

19 ნოემბერს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ორდღიანი სემინარი გაიხსნა.  მისი მთავარი მიზანი სამართლის სფეროში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობით პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე მეცნიერული და საჯარო დისკუსიის წახალისებაა. 

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.