სიახლეები

მარტი 15, 2017

გამოვლენილი სამართალდარღვევების გაზრდილი მაჩვენებლები, გაზრდილი მიმართვიანობა და ინსპექტორის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2016 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა კომიტეტს წარუდგინა.  

მარტი 1, 2017

გამოვლენილი სამართალდარღვევების გაზრდილი მაჩვენებლები, გაზრდილი მიმართვიანობა და ინსპექტორის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.  

თებერვალი 28, 2017

2017 წლის 28 თებერვალს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ტრენერთა ტრენინგი გაიმართა.

თებერვალი 24, 2017

2017 წლის 24 თებერვალს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ოფისში თემით დაინტერესებული პირებისთვის, კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მორიგი ტრენინგი გაიმართა.

თებერვალი 9, 2017

2017 წლის 9 თებერვალს სამედიცინო დახმარების ცენტრის 80-მდე თანამშრომელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდა. სწავლებაში სასწრაფოს ცენტრალური აპარატის პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულების, ადმინისტრაციული, ლოჯისტიკის, ეკონომიკური, შიდა კონტროლის, სამედიცინო მომსახურების, ხარისხისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის  სტუქტურული ერთეულის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

თებერვალი 6, 2017

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, ინსპექტორის აპარატის როლი და ეფექტური კონტროლის მექანიზმები - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ამ საკითხებზე სასაუბროდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს უმასპინძლა.  

თებერვალი 4, 2017

პერსონალური მონაცემების დაცვის სპეციფიკა, ინსპექტორის მანდატი, ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობა და პრაქტიკა - 1 კვირის განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლაში თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ჟურნალისტიკისა და იურიდიული ფაკულტეტების 28 სტუდენტმა მიიღო. ზამთრის სკოლა 28 იანვარს გაიხსნა და მუშაობა 3 თებერვალს დაასრულა. 

თებერვალი 3, 2017

მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის გზები და ინსტრუმენტები კონსულტაციებისა და ინსპექტირების პროცესში - 2017 წლის 2-3 თებერვალს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებისათვის მონაცემთა უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი გაიმართა. 

იანვარი 28, 2017

მსოფლიო და საქართველო 28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმოდ გაიხსნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლა. 

იანვარი 20, 2017

2017 წლის 16-20 იანვარს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სასწავლო ვიზიტით იტალიაში, ქ.რომში. ვიზიტი განხორციელდა იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მიწვევით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.  

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.