სიახლეები

აპრილი 28, 2017

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ოფისში თემით დაინტერესებული პირებისთვის, კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მორიგი ტრენინგი გაიმართა.

აპრილი 27, 2017

პერსონალური მონაცემების დაცვის საზედამხედველო ორგანოები კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში საგაზაფხულო კონფერენციაზე შეიკრიბნენ. 

აპრილი 21, 2017

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, GIPA-ს, პროგრამის ხელმძღვანელებისათვის, კოორდინატორებისა და ადმინისტრაციის წევრებისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ტრენინიგი ჩაატარა. 

აპრილი 20, 2017

„პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის ახალ ეტაპზე გადავიდა.“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დღეს პარლამენტის სხდომაზე მოუსმინეს.  

აპრილი 5, 2017

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ევროსაბჭოს ექსპერტებთან ერთად აგრძელებს მუშაობას სახელმძღვანელო პრინციპებზე, რომელთა მთავარი მიზანი მოქალაქეთა პირადი ცხოვრების გაშუქებისას ბალანსის დაცვის წახალისებაა.

აპრილი 3, 2017

გამოვლენილი სამართალდარღვევების გაზრდილი მაჩვენებლები, გაზრდილი მომართვიანობა და ინსპექტორის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2016 წლის ანგარიში იურიდიულ კომიტეტს წარუდგინა. 

აპრილი 3, 2017

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, მიგრაცია და პერსონალური მონაცემები - 1-2 აპრილს ბორჯომში ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ტელე, რადიო, ბეჭდური და ახალი მედიის 30-მდე წარმომადგენელს თემაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესაუბრნენ. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე. 

მარტი 30, 2017

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის საკითხები, პერსონალური მონაცემების დამუშავება და გამოყენება სამართალდამცავ სექტორში, თანამშრომლობა ევროპის საბჭოს სხვა კომიტეტებთან - სტრასბურგში  ევროპის საბჭოს  108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის ბიუროს 41-ე სხდომა იმართება. 

მარტი 22, 2017

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის  „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში, აცხადებს მონაწილეთა მიღებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკვირაო სემინარზე, რომელიც განკუთვნილია ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სფეროში მომუშავე პროფესორ-მასწავლებლებისთვის.

მარტი 18, 2017

„კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოების გაშუქება მედიასაშუალებებით − ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილება“ - 16-18 მარტს თელავში ჟურნალისტებისთვის სემინარი გაიმართა.  

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.