სიახლეები

ივნისი 30, 2017

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა, პერსონალური მონაცემების დაცვა კი მისი მნიშვნელოვანი კომპონენტი. მოქალაქეთა მონაცემების კანონიერად დამუშავება ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციის ვალდებულებას წარმოადგენს, ამ პროცესზე ზედამხედველობას კი უკვე 4 წელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს.  გზა, რომელიც ერთი საკანონმდებლო ჩანაწერით დაიწყო, ქმედითი ინსტიტუციის შექმნით გაგრძელდა და დღემდე არ დასრულებულა - ნახეთ ჩვენს ინტერაქტიურ თაიმლაინში

ივნისი 21, 2017

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების  დამუშავება, პრაქტიკული სახელმძღვანელო პოლიციის სექტორისათვის, ტექნოლოგიების შერწყმა და ხელოვნური ინტელექტი  -  სტრასბურგში  პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვის შესახებ კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის 34-ე პლენარული სხდომა იმართება.

ივნისი 21, 2017

მანჩესტერში გაერთიანებული სამეფოს ინფორმაციის კომისრის ოფისის (ICO) ორგანიზებით მიმდინარეობს პრაქტიკული შემთხვევების მართვის 29-ე ევროპული სამუშაო შეხვედრა. 

ივნისი 12, 2017

პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და პრაქტიკა, თანამედროვე გამოწვევები, ბალანსი პერსონალური მონაცემების დაცვასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ჟურნალისტებისთვის სემინარი გამართა.

მაისი 24, 2017

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეხმაურება გადაცემა „ბავშვების დრო“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მშობლის თანხმობით გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. 

მაისი 17, 2017

17-18 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების (CEEDPA) რიგით მე-19 სხდომას მასპინძლობს. მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გახსნეს. 

მაისი 16, 2017

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ინსპექტორის გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას იწყებს. მოქალაქეთა განცხადებების განხილვისა და ინსპექტირებების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები ვებსაიტის მთავარ გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი. 

მაისი 6, 2017

6 მაისს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ორდღიანი სემინარი გაიხსნა. სემინარი გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ მხარდაჭერით და იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით ტარდება. 

მაისი 5, 2017

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა,  ხათუნა კასრაძემ მოაწერეს. 

მაისი 4, 2017

დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების დაცვა - პრაქტიკა და გამოწვევები - კომპანია დელოიტმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარი გამართეს. დისკუსიის მონაწილეებმა საკანონმდებლო ვალდებულებებზე, გამოწვევებსა და რისკებზე იმსჯელეს, რომელიც შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დამუშავებას უკავშირდება. 

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.