სიახლეები

ნოემბერი 29, 2017

თანამედროვე ტექნოლოგიები და მათთან დაკავშირებული გამოწვევები პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით, კიბერ-ბულინგი, სოციალურ ქსელებში მონაცემთა დაცვა და ხელოვნური ინტელექტი − პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი პარიზში, ტელეკომუნიკაციების სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის, ე.წ. „ბერლინის ჯგუფის“ შეხვედრაში მონაწილეობს. 

ნოემბერი 27, 2017

2017 წლის 20-21-22 ნოემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები გამართეს. 

ნოემბერი 22, 2017

მედიასაშუალებებისთვის შემუშავებული გზამკვლევი, პრაქტიკული სახელმძღვანელო საპოლიციო სექტორში მონაცემთა დამუშავების თემაზე და 108-ე კონვენციის მოდერნიზებული ვერსიის ტექსტი - სტრასბურგში პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვის შესახებ კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის სხდომა იმართება.

ნოემბერი 15, 2017

ევროკომისიამ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში გამოქვეყნა, რომელშიც საქართველოს მიერ შეთანხმების ფარგლებში მიღწეული პროგრესია შეფასებული. 

ნოემბერი 3, 2017

პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობა, მონაცემების დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, ინპექტორის მანდატი, მოქალაქეთა უფლებები, ინსპექტორისათვის მიმართვის წესი, მონაცემთა გასაჯაროვების საფუძვლები - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში თემით დაინტერესებული პირებისათვის, კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა.

ოქტომბერი 31, 2017

ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით 28 და 29 ოქტომბერს იუსტიციის სასწავლო ცენტრში  ტრენინგი ჩატარდა „საჯარო ინფორმაცია და პერსონალურ მონაცემთა დაცვა." ტრენინგს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ. 

ოქტომბერი 30, 2017

„მისაწვდომობის ასპექტები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, სტერეოტიპები, ცრუ წარმოდგენები და მავნე ჩვევები, დაბრკოლებები და შესაძლებლობები“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებისათვის ტრენინგი გაიმართა. 

ოქტომბერი 17, 2017

პერსონალურ მონაცემთა დაცვის თანამედროვე გამოწვევები, არსებული რეგულაციები, კანონმდებლობა და მონაცემთა დაცვის მექანიზმები – პოლონეთში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

ოქტომბერი 16, 2017

2017 წლის 12-13 ოქტომბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები ბათუმისა და ქუთაისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ოქტომბერი 9, 2017

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში თემით დაინტერესებული პირებისათვის, კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ციკლი განახლდა. 

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.