სიახლეები

ივნისი 6, 2018

ბელგიის სამეფოს უსაფრთხოების სამსახურებზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი მექანიზმების გაცნობისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით ქართული დელეგაცია ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. შეხვედრებს ესწრებიანპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და ინსპექტორის მოადგილე ნიკოლოზ ბრეგვაძე. 

მაისი 25, 2018

ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავება ხმის მიცემის პროცესში, მოკლე ტექსტური შეტყობინებები პოლიტიკოსებისგან, გამოკითხვები მოქალაქეთა განწყობის დადგენის მიზნით - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინიციატივით საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიებისა და არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მაისი 4, 2018

ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერება, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის მოქმედების ტერიტორიული არეალი, ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის მოდერნიზება, პერსონალურ მონაცემთა დაცვა სამართალდამცავ და სასამართლო სექტორში - ალბანეთის ქ. ტირანაში ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების კონფერენცია მიმდინარეობს. 

აპრილი 25, 2018

მართლმსაჯულების სექტორის რეფორმები, მიგრაცია და საზღვრის მართვა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და პერსონალურ მონაცემთა დაცვა - 24 აპრილს ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში არსებული მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხთა ქვეკომიტეტის მე-4 სხდომა გაიმართა. 

აპრილი 20, 2018

 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სოციალურ ქსელებში არასრულწლოვანზე ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება. ვიდეომასალაში, რომელიც შეიცავს ძალადობისა და ბულინგის ფაქტებს, სრულად შესაძლებელია ბავშვის იდენტიფიცირება, რაც ხელყოფს მის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და კიდევ უფრო მეტ  ზიანს აყენებს მის ინტერესებს.

 

აპრილი 12, 2018

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რიგით მეხუთე ანგარიში 2017 წელს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობას და გაწეულ საქმიანობას აჯამებს. ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა ანგარიში პარლამენტს წარუდგინა. 

აპრილი 5, 2018

გამოვლენილი სამართალდარღვევები და მათზე რეაგირების შედეგები, პრობლემატური საკითხები და მათი გამოსწორების გზები, პოზიტიური დინამიკა და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევები - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა რიგით მეხუთე ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარუდგინა.

მარტი 28, 2018

ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის მოდერნიზების საკითხები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დაცვა, თანამშრომლობა ევროპის საბჭოს სხვა კომიტეტებთან - ამ და სხვა საკითხების განსახილველად პარიზში ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის ბიუროს 44-ე სხდომა მიმდინარეობს.

მარტი 23, 2018

გამოვლენილი სამართალდარღვევები და მათზე რეაგირების შედეგები, პრობლემატური საკითხები და მათი გამოსწორების გზები, პოზიტიური დინამიკა და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევები - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რიგით მეხუთე ანგარიში 2017 წელს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობას და გაწეულ საქმიანობას  აჯამებს.  ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა ანგარიში იურიდიულ კომიტეტს წარუდგინა.

მარტი 15, 2018

ევროპის საბჭოს 108-ე კონვენცია და მონაცემთა დაცვის ახალი ევროპული რეგულაცია - ზაგრებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლებისათვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. 

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.