სიახლეები

ნოემბერი 18, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ მხარდაჭერით და იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით - პროფესორ-მასწავლებლებისთვის საკვირაო სემინარს ჩაატარებს. 

ოქტომბერი 31, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

ოქტომბერი 17, 2016

პირადი ცხოვრება და ციფრული ეპოქა, ინფორმაციის დაშიფვრა და კანონის დაცვა -   მარაკეშში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. 

ოქტომბერი 11, 2016

გამოცდილების გაზიარება, საჭირო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და დახმარების აღმოჩენა ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით - საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსა და მოლდოვის პერსონალური მონაცემების დაცვის ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. 

ოქტომბერი 1, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, გაეროს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში, აცხადებს მონაწილეთა მიღებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკვირაო სემინარზე

სექტემბერი 30, 2016

პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა, ინსპექტორის როლი და მანდატი,  მოქალაქის უფლებები და ამ უფლებების დაცვის გზები - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ოფისში 2016 წლის 30 სექტემბერს ტრენინგები განახლდა.

სექტემბერი 29, 2016

პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, ინსპექტირების მეთოდები, ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს 27 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ინფორმაციის კომისრის ოფისის (ICO) წარმომადგენლები ეწვივნენ და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. 

სექტემბერი 28, 2016

საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით ყველაზე ღია და გამჭვირვალე საჯარო უწყებებს შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი უკვე მესამედ დასახელდა. ჯილდო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე თამარ ქალდანს გადაეცა.  

სექტემბერი 27, 2016

საზოგადოებაში პირადი ცხოვრების პატივისცემის კულტურის დამკვიდრება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეფექტიანი ზედამხედველობა - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 2017-2021 წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი დონორებს, პარტნიორებსა და სამოქალაქო საზოგადოებას წარუდგინა. 

სექტემბერი 21, 2016

არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების შეგროვების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. მოქალაქეები საუბრობენ იმაზე, რომ მათგან  სხვადასხვა პირები  პერსონალური მონაცემების მოპოვებას ცდილობენ, ეკითხებიან პირად ნომერს, ასაკს, სთხოვენ ხელმოწერას სხვადასხვა დოკუმენტზე ან იმის თქმას, თუ ვის აძლევენ ხმას. 

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.