სიახლეები

სექტემბერი 13, 2017

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავება და დაცვა, პერსონალური მონაცემების დამუშავება სამართალდამცავი ორგანოების მიერ,  საკონსულტაციო კომიტეტის თანამშრომლობა ევროპის საბჭოს სხვა კომიტეტებთან - პარიზში ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის ბიუროს 42-ე სხდომა იმართება. ბიუროს სხდომაში მონაწილეობს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი.

სექტემბერი 12, 2017

ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, საავტორო უფლებები ინტერნეტში, პროპაგანდა, ახალი რეგულაციები პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით - ეს ის თემებია, რომლებიც საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმზე განიხილეს.  

სექტემბერი 6, 2017

ევროკავშირის ახალი რეგულაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების დანიშვნა, ახალი რეგულაციის გავლენა კერძო სექტორზე - ამ და სხვა თემების განსახილველად პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები და სფეროს ექსპერტები ესტონეთის ქალაქ ტარტუში იკრიბებიან. 

აგვისტო 18, 2017

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 2017-2021 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების 6 თვის ანგარიში შეაჯამა. აპარატის წარმომადგენლებმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სტრატეგიულ დოკუმენტებში  გაწერილი მიზნებისა და ამოცანების შესრულებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.  სამუშაო შეხვედრა შედგა გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ხელშეწყობით.

ივლისი 26, 2017

ყოველი 10 გამოკითხულიდან 8 პერსონალურ მონაცემთა დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს - ასეთი შედეგი აჩვენა ფართომასშტაბიანმა კვლევამ, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლის მიზნით ჩატარდა.

ივლისი 10, 2017

ბალანსი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის,  საერთაშორისო სტანდარტი და ევროსასამართლოს პრაქტიკა - ორი დღის განმავლობაში ტელე, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლები ქართველ და ევროპელ ექსპერტებთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად ამ საკითხებზე მსჯელობდნენ. 

ივლისი 6, 2017

ონლაინ აზარტულ თამაშებში 21 წლამდე პირთა ჩართვის პრევენცია, თვითრეგულაციის მექანიზმები და გამოწვევები - საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას იწყებს. პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული კონცეფციის განხილვას  ინსპექტორის აპარატის თანამშრომლები დიმიტრი გუგუნავა და სალომე ბახსოლიანი დაესწრნენ. 

ივნისი 30, 2017

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა, პერსონალური მონაცემების დაცვა კი მისი მნიშვნელოვანი კომპონენტი. მოქალაქეთა მონაცემების კანონიერად დამუშავება ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციის ვალდებულებას წარმოადგენს, ამ პროცესზე ზედამხედველობას კი უკვე 4 წელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს.  გზა, რომელიც ერთი საკანონმდებლო ჩანაწერით დაიწყო, ქმედითი ინსტიტუციის შექმნით გაგრძელდა და დღემდე არ დასრულებულა - ნახეთ ჩვენს ინტერაქტიურ თაიმლაინში

ივნისი 21, 2017

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების  დამუშავება, პრაქტიკული სახელმძღვანელო პოლიციის სექტორისათვის, ტექნოლოგიების შერწყმა და ხელოვნური ინტელექტი  -  სტრასბურგში  პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვის შესახებ კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის 34-ე პლენარული სხდომა იმართება.

ივნისი 21, 2017

მანჩესტერში გაერთიანებული სამეფოს ინფორმაციის კომისრის ოფისის (ICO) ორგანიზებით მიმდინარეობს პრაქტიკული შემთხვევების მართვის 29-ე ევროპული სამუშაო შეხვედრა. 

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.