მედია ჩვენ შესახებ

მარტი 24, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საქართველოს პარალემენტში ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2015 წლის ანგარიში წარადგინა. 

მარტი 20, 2016

გადაცემაში საუბარი შეეხო 2013 წელს აღმოჩენილი ფარული ვიდეოკადრების განადგურების თემას და განადგურების კომისიას, რომლის წევრიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანიც იყო. სიუჟეტში ინსპექტორმა ისაუბრა კადრების განადგურების პროცესზე.

მარტი 19, 2016

საქართველოს პარლამენტში ფარული ჩანაწერების შექმნა, შენახვასა და გავრცელებაზე სასჯელის გამკაცრების შესახებ იმსჯელეს პარლამენტის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. შეხვედრას ესწრებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. 

მარტი 19, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და მისი მოადგილე ნიკა ბრეგვაძე დაესწრნენ პარლამენტში გამართულ შეხვედრა, სადაც პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის დროს სასჯელის გამკაცრება განიხილებოდა. 

მარტი 18, 2016

ნიკა ბრეგვაძემ ბოლო პერიოდში გავრცელებულ კადრებთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საქმიანობის სპეციფიკის შესახებ ისაუბრა. 

მარტი 16, 2016

პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა რეგულირებული იქნება - შესაბამისი საკნონმდებლო ცვლილებები უკვე განხორციელდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ ცვლილებებზე იმსჯელეს. მათი ინფორმაციით შესაბამისი ნორმატიული ბაზები უკვე მომზადებულია. შეხვედრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც ესწრებოდა.

მარტი 16, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში გაიმართა ოფიციალური შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანსა და ევროკავშირის ელჩ იანუშ ჰერმანს შორის. 

მარტი 14, 2016

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების აღსაკვეთად მთავარი მექანიზმი ძალიან ეფექტური და სწრაფი გამოძიება უნდა იყოს, - ამის შესახებ პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა განაცხადა.

მარტი 11, 2016

ინსპექტორი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო ორგანოები ოპერატიულად გამოიძიებენ არა მხოლოდ ჩანაწერის ინტერნეტსივრცეში გავრცელების, არამედ ჩანაწერის წარმომავლობისა და ავთენტურობის საკითხს.

მარტი 10, 2016

საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლებისათვის ტრენინგი გაიმართა, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერი ნატალია მიქელაძე და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სალომე ბახსოლიანი უძღვებოდნენ.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.