მედია ჩვენ შესახებ

აპრილი 27, 2016

ქალაქ ოსლოში ტელეკომუნიკაციის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის „ბერლინის ჯგუფის“ 59-ე შეხვედრა გაიმართა. წელს პირველად, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ინტერნეტკომუნიკაციის სფეროში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხები და გამოწვევები.

აპრილი 19, 2016

თბილისისა და რეგიონების მოსამართლეების თანაშემწეებისა და სასამართლოს მოხელეებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ტრენინგი გაიმართა.რომელსაც ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერი ნატალია მიქელაძე და სააპალაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი უძღვებოდნენ. ორდღიან ტრენინგზე განიხილეს: პერსონალური მონაცემების დამუშავების საკანონმდებლო რეგულაციები და მონაცემთა დამუშავების ევროპული სტანდარტები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, საჯარო ინფორმაციის გაცემის და ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტები,

აპრილი 15, 2016

,,ჩვენი ანგარიშის მოსმენა დღეს იყო დაგეგმილი, თუმცა, პარლამენტის დღის წესრიგიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვიდან გამომდინარე, დღეს ვერ მოესწრება.  კონსულტაციებს გავმართავთ და გაირკვევა, თუ რომელ კვირაში შეძლებს პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მომზადებული ანგარიშის მოსმენას“-განაცხადა თამარ ქალდანმა.

აპრილი 14, 2016

გადაცემაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი პირადი სივრცის ხელშეუხებლობის შესახებ საუბრობს

აპრილი 14, 2016

ცვლილებების მიხედვით ინსპექტორს ენიჭება უფლებამოსილება მოითხოვოს: კონტროლის, ელექტრონული სისტემისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი, ასევე საკანონმდებლო ჩარჩოში ექცევა რეგულაციის მიღმა დარჩენილი აუდიოკონტროლი. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მონაცემთა დამმუშავებლების თეთრი და შავი სიის შექმნას, სადაც აისახება ინფორმაცია იმ ორგანიზაციების შესახებ, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის შესრულების მაღალი სტანდარტით გამოირჩევიან, ან სისტემატიურად და უხეშად არღვევენ მას.

აპრილი 11, 2016

"კონტროლის მექანიზმი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შენარჩუნდეს. საზედამხედველო ორგანოს შექმნა, რომელიც საპოლიციო მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავების კანონიერ კონტროლს გულისხმობს არის ძალიან პროგრესული ნაბიჯი"- განაცხადა ინსპექტორმა თამარ ქალდანმა.

აპრილი 8, 2016

ტრენინგის მიზანი იყო პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე ნოტარიუსების ცოდნის გაღრმავება და მათი საქმიანობისას სწორი პრაქტიკის დანერგვა. შეხვედრაზე განიხილეს მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის პერსონალური მონაცემების დამუშავების საკანონმდებლო რეგულაციები, ვიდეოთვალთვალი, მონაცემთა გასაჯაროება, პერსონალური მონაცემების სხვა სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემა, მოქალაქეთა უფლებები, ინსპექტორის აპარატის საქმიანობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

აპრილი 1, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებას და აღნიშნა: კარგია, რომ პროკურატურამ მეტი სიცხადე შეიტანა მინიმუმ მის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

მარტი 31, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანი პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს მაკოორდინირებელი უწყების ან ჯგუფის განსაზღვრის ინიციატივით მიმართა.

მარტი 27, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა მონაწილეობა მიიღო გადაცემაში "59 წამი", რომლის მთავარი თემა იყო კიბერდანაშაული და კიბერუსაფრთხოება საქართველოში. 

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.