მედია ჩვენ შესახებ

მაისი 21, 2016

აპარატის მიერ შემოწმდა ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უწყებები, როგორებიცაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, მუნიციპალიტეტები, საბანკო სექტორი და სხვა, თუმცა მნიშვნელოვანი წარმატებების გარდა, ჯერ კიდევ არის ისეთი საკითხები, რომლებიც დროულ რეაგირებას და გადაჭრას საჭიროებს.

მაისი 20, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი შეუერთდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს და 20 მაისს, „პერსონალური მონაცემების დაცვის საათი“ რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნა. 

მაისი 19, 2016

”ჩვენი მიზანია პირადი ცხოვრების უფრო მეტი და მყარი გარანტიების შექმნა და აქედან გამომდინარე, როგორც აქამდე ვიყავით ჩართული კანონშემოქმედებით საქმიანობაში, ასევე ვაპირებთ ნებისმიერ დაინტერესებულ ჯგუფთან გვქონდეს პოზიციები შეჯერებული,“ - განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა. 

მაისი 15, 2016

გადაცემის სტუმრები იყვნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე ნიკოლოზ ბრეგვაძე და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სალომე ბახსოლიანი.

მაისი 12, 2016

ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სარაევოში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა და ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნინო ცაგარეიშვილმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების (CEEDPA) რიგით მე-18 სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.

მაისი 11, 2016

დოკუმენტში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ სხვადასხვა რეკომენდაციებია ასახული. მათ შორის: რა პრინციპები არსებობს მონაცემების დამუშავების კანონიერების დაცვისთვის; რა შემთხვევაში შეიძლება ამ მონაცემების მესამე პირებზე გაცემა და გასაჯაროება; რა ვალდებულებები აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებებს მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისთვის; ვიდეოთვალთვალის განხორციელების წესები სამედიცინო დაწესებულებებში; პაციენტის, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებები.

მაისი 10, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უფლებამოსილების ვადა ეწურება. პრემიერმა უკვე დააკომპლექტა სპეციალური საბჭო, რომელიც ახალ ინსპექტორს შეარჩევს. კონკურსში თამარ ქალდანიც მიიღებს მონაწილეობას . მას სურვილი აქვს გასული სამი წლის მსგავსად მომავალშიც იზრუნოს პირადი მონაცემების დაცვაზე.

მაისი 9, 2016

“მთავარი თემა, რომლის განსახილველადაც შევიკრიბეთ, არის კანონმდებლობაში პროცედურული საკითხების იმგვარად გაწერა, რომ პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული უწყებების ანგარიშების საპარლამენტო განხილვებში და მოსმენებში უფრო მეტი სიცხადე იქნას შეტანილი, დროის ფაქტორი იყოს გაწერილი - როდის ხდება ანგარიშის განხილვა, რა ეტაპებს გადის ანგარიში საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში და როგორ იქნება ეს ვადებში გაწერილი,” – ამბობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი.

მაისი 5, 2016

კანონის შესაბამისად, ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს ინსპექტორის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მოქმედი ინსპექტორი თამარ ქალდანი ამ თანამდებობაზე სამი წლის ვადით დაინიშნა 2013 წლის 1 ივლისს. ერთი და იგივე პირი ინსპექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

აპრილი 27, 2016

"2016 წელს ერთ ორგანიზაციას 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. იმის გამო, რომ ამ ორგანიზაციას ერთი წლის განმავლობაში უკვე შეფარდებული ქონდა მსგავსი ტიპის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა" - განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა სალომე ბახსოლიანმა. 

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.