მედია ჩვენ შესახებ

აგვისტო 29, 2016

პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენება შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემის საფუძველო, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ის მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს, მათ შორის, მატერიალურს ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს- აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა სალომე ბახსოლიანმა

აგვისტო 29, 2016

”ქრონიკა +”-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში შესაძლებელია მასზე ასახული პირების სრულად იდენტიფიცირება, ეს ხელყოფს მათ პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ზიანს აყენებს მათი და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს”, 

ივლისი 27, 2016

კიბერდანაშაული‬ ერთ-ერთ ყველაზე რთულად გამოსაძიებელ დანაშაულთა რიცხვს განეკუთვნება. იმისათვის, რომ თქვენი‪ ‎მონაცემები‬ არ გახდეს ხელმისაწვდომი უცხო პირებისათვის:
► დააყენეთ უსაფრთხოების პარამეტრები იმ ოფიციალურ ქსელებში, რომელსაც იყენებთ;
► დარწმუნდით გვერდის სანდოობაში, ვიდრე ბარათის ან პირადობის ნომერს შეიყვანთ საიტზე;
► დაფიქრდით სანამ თქვენ შესახებ ინფორმაციას გააზიარებთ.

ივლისი 19, 2016

უსაფრთხოების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ონლაინსესხებით მოსარგებლე პირებს ურჩევს, დეტალურად გაეცნონ მომსახურების პირობებს, გაანალიზონ ის რისკები, რაც ასეთი სახის პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას შეიძლება მოჰყვეს და თუკი უკვე აქვთ რომელიმე კომპანიისთვის მიწოდებული ინტერნეტბანკის პაროლი და მომხმარებლის სახელი, სასწრაფოდ შეცვალონ პაროლი.

ივლისი 7, 2016

სამი წლის განმავლობაში ძირითადად ორიენტირებული ვიყავით სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებაზე, გამოვლენასა და შემდგომ მათ აღმოფხვრაზე, ამიტომ მოვიცავით მსხვილი საჯარო სტრუქტურები და კერძო მსხვილი ორგანიზაციები, მაგრამ არანაკლები პრობლემები შეიძლება არსებობდეს საშუალო და მცირე სექტორში, ამიტომ უნდა გაიზარდოს მასშტაბები და ყველა სფერო მოვიცვათ, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია და მათთვის ინფორმაციის მიწოდება- განაცხადა თამარ ქალდანმა.

ივლისი 5, 2016

კიბერდანაშაული არის გლობალური გამოწვევა და საქართველოსთვისაც აქტუალური თემა, რადგან იზრდება ელექტრონული ტრანზაქციების რაოდენობა, ასევე იზრდება სოციალური ქსელების და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების მომხმარებლების რაოდენობა, ამასთან მოქალაქეთა ცნობიერება არის დაბალი მონაცემთა უსაფრთხოების და პრევენციული ზომების შესახებ. ზიანი, რომელიც შეიძლება კიბერდანაშაულისგან დადგეს, არის არა მხოლოდ მატერიალური, არამედ მორალური.

ივნისი 24, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა კვლავ თამარ ქალდანმა დაიკავა. ქალდანის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 
აღნიშნულ პოსტზე ასევე ნიკოლოზ ლეგაშვილის კანდიდატურას ეყარა კენჭი, რომელმაც მხოლოდ 44 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. 

ივნისი 15, 2016

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა, გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი თამარ ქალდანისა და ნიკოლოზ ლეგაშვილის კანდიდატურები განიხილეს.

ივნისი 10, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2015 წლის ანგარიში წარადგინა. 

მაისი 25, 2016

გადაცემა "ქალაქის ამბების" თემა იყო არასრულწლოვნები სოციალურ ქსელებში, გადაცემაში მონაწილეობა მიიღო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერმა ნატალია მიქელაძემ. მან მონაცემების დაცვის მექანიზმებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.