მედია ჩვენ შესახებ

სექტემბერი 29, 2016

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა და ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ საქართველოში ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებების დაჯილდოების ცერემონიალზე ყველაზე ღია საჯარო უწყებად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი დაასახელა.

სექტემბერი 29, 2016

ამ ეტაპზე, მგონია, რომ ჯერ უნდა დაველოდოთ გამოხმაურებას. მათ შორის მხარეების მხრიდან და ასევე იმ რეაგირებას, რომელსაც სავარაუდოდ, სამართალდამცავი უწყებები განახორციელებენ

სექტემბერი 29, 2016

დოკუმენტი ასახავს ორგანიზაციის ღირებულებებს, მისიასა და ხედვას, ძირითად ფუნქციებსა და უმნიშვნელოვანეს მიზნებს მომდევნო 5 წლის მანძილზე.  

სექტემბერი 23, 2016

შეტყობინებებს თან ახლავს უარის თქმის (SMS off) მექანიზმი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია, მოითხოვოს მსგავსი ტიპის შეტყობინებების შეწყვეტა, თუმცა მოქალაქეებს უჩნდებათ შეკითხვა, თუ როგორ მოხდა მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვება

სექტემბერი 22, 2016

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების შეგროვების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. მოქალაქეები საუბრობენ იმაზე, რომ მათგან სხვადასხვა პირები პერსონალური მონაცემების მოპოვებას ცდილობენ, ეკითხებიან პირადი ნომერს, ასაკს, სთხოვენ ხელმოწერას სხვადასხვა დოკუმენტზე ან იმის თქმას, თუ ვის აძლევენ ხმას. 

სექტემბერი 19, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სკოლებისათვის რეკომენდაციებს ამზადებს: "საკითხები ძირითადად ეხება: ბავშვების ნიშნებს,  ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ გაკვეთილებზე დასწრებას, შენობაში შესვლა-გასვლის კონტროლსა და ასე შემდეგ" აღნიშნავს აპარატის წარმომადგენელი დიმიტრი გუგუნავა.

სექტემბერი 15, 2016

"საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა ქმნის ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების,  სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით საუბრის დაცვის გარანტიებს და უფლების ხელყოფის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება წინასაარჩევნო პერიოდს, საარჩევნო სუბიექტს და მედია საშუალებას."

სექტემბერი 14, 2016

იცოდით, რომ ნიშანი, ყოფაქცევა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სახელი, გვარი, ასაკი - ყველაფერი ეს მოსწავლის პერსონალური მონაცემებია? ამ მონაცემებს კი, საქართველოს სხვა ყველა მოქალაქის მონაცემებთან ერთად კანონი იცავს. რატომ და როგორ უნდა დაიცვას ბავშვის პერსონალური მონაცემები ერთი მხრივ სკოლამ და მეორე მხრივ მშობელმა?

სექტემბერი 7, 2016

ტექნოპარკში ინტერნეტმმართველობის ფორუმი გაიხსნა, სადაც ინტერნეტთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს. განსახილველი თემები იყო პერსონალური მონაცემების დაცვა ონლაინ, რეგიონის ინტერნეტიზაცია, ელექტრონული მმართველობა, საავტორო უფლებები ინტერნეტში და სხვა. ინტერნეტმმართველობის ფორუმის მომზადებაში ჩართული იყო 30-მდე სხვადასხვა ორგანიზაცია.

სექტემბერი 7, 2016

თბილისის მერიას საბავშვო ბაღის აღმზრდელებზე ზეწოლაზე ადანაშაულებს ნაციონალური მოძრაობა. პარტიის წევრების განცხადებით, ბაღების მართვის სააგენტომ აღმზრდელებს რეესტრი გაუგზავნა, რომელშიც ერთ-ერთი შეკითხვა მათ პოლიტიკურ კუთვნილებასა და აქტიურობას შეეხებოდა.  „ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან გამოთხოვილია ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით და იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ ადგილი აქვს მონაცემების დამუშავებას კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარეშე, ამ ორგანიზაციას დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით,“

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.