მედია ჩვენ შესახებ

ივლისი 9, 2015

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა მოიპოვა ჯილდო გენდერული ბალანსისთვის აღმასრულებელ დონეზე. 

ივლისი 1, 2015

ორი წლის განმავლობაში აპარატის მიერ გაცემულია 1550 კონსულტაცია, განხილულია 61 მოქალაქის განცხადება, ჩატარდა 50 ორგანიზაციის შემოწმება, გამოვლინდა 17 სამართალდარღვევის ფაქტი, აქედან ჯარიმა დაეკისრა 11 ორგანიზაციას, ხოლო 3 ორგანიზაციას მიეცა გაფრთხილება; კანონის აღსრულების მიზნით გატარდა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა მონაცემთა ბაზებთან წვდომის შეზღუდვა, მათი დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. ტრენინგი ჩაუტარდა კერძო და საჯარო ორგანიზაციების 2253 წარმომადგენელს, მომზადდა თემატური რეკომენდაციები ვიდეოთვალთვალის, პირდაპირი მარკეტინგის, ბიომეტრიული მონაცემები დამუშავებისა და შრომით ურთიერთობებში მონაცემთა დაცვის შესახებ.

ივნისი 29, 2015

პერსონაულ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა "მაგთის" ახალ წესის შესწავლა დაიწყო. 

ივნისი 2, 2015

"ავერსი-გეოფარმი", "პსპ" და "სახალხო აფთიაქი"  პერსონალური მონაცემების დარღვევისთვის დაჯარიმდა. 

მაისი 18, 2015

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლები პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობენ.


მარტი 19, 2015

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის თანახმად 2014 წლის განმავლობაში 13 ორგანიზაციის ინსპექტირება განხორციელდა, შემოწმდა 7 საჯარო და 6 კერძო ორგანიზაცია. შემოწმების შედეგად გამოვლინდა კონკრეტული დარღვევები, რის გამოც სამი უწყება  – საქართველოს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასჯელაღსრულების სამინისტრო დაჯარიმდა. 2015 წლის 31 მარტიდან ამოქმედდება ფარული მიყურადების 2-ეტაპიანი სისტემა. შედეგად ფართოვდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციები და იზრდება კონტროლის მექანიზმი.

იანვარი 29, 2015

რას ნიშნავს პერსონალური მონაცემები- როგორ უნდა დავიცვათ ის და როგორ აღინიშნება ეს დღე საქართველოში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე და მოქალაქეთა უფლებებზე საუბრობს.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.