მედია ჩვენ შესახებ

იანვარი 10, 2017

სამუშაო ჯგუფის მიზანია პრაქტიკაში არსებული ყველა პრობლემის შესწავლა და სათანადო გადაწყვეტილების მიღება, რათა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა იყოს გარანტირებული და გარკვეულ შემთხვევებში გამოძიების ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული -  აღნიშნა ინსპექტორმა თამარ ქალდანმა.

ნოემბერი 30, 2016

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე მე-2 საკვირაო სემინარი გაიხსნა. კონფერენციის მთავარი მიზანი სამართლის სფეროში დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობით პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე მეცნიერული და საჯარო დისკუსიის წახალისებაა. 

ნოემბერი 30, 2016

არასასურველ SMS რეკლამაზე უარის თქმა შესაძლოა ერთიან პორტალზე გახდეს შესაძლებელი. პორტალზე ყველა ის კომპანია იქნება განთავსებული, რომელიც პირდაპირ მარკეტინგს ახორციელებს და მომხმარებელს უარის თქმა ერთდროულად რამდენიმე კომპანიის რეკლამაზე შეეძლება.

ნოემბერი 29, 2016

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გაფრთხილებთ, არ შეასრულოთამ საიტის ინსტრუქციები, რადგან მისი მიზანი დიდი ალბათობით თქვენი საბანკომონაცემების შეგროვება და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაა

ნოემბერი 29, 2016

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ Google-ს მომხმარებლებმა შემაშფოთებელი შეტყობინება მიიღეს. მომხმარებლებს შორის, რომლებსაც შეტყობინებები დაეგზავნათ, ჟურნალისტები, დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები არიან.  კომპანია Google-ს  ინფორმაციით, მათი Gmail-ის ანგარიშების გატეხვას შესაძლოა, მთავრობის მიერ მხარდაჭერილი თავდამსხმელები ცდილობდნენ.

ნოემბერი 29, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი  სოციალური ქსელის მომხმარებლებს აფრთხილებს არ გახდეს ისეთი და მსგავსი ტიპის შემოთავაზებების მსხვერპლი, რომელიც მაგალითად, „ფეისბუქის“ პროფილის ვიზიტორების ვინაობის დადგენას სთავაზობს

ნოემბერი 18, 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საზოგადოებას მოუწოდებს, ონლაინშოპინგის უსაფრთხოებისთვის წესები დაიცვას. ინსპექტორის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე შვიდი ძირითადი წესი განმარტეს.

ნოემბერი 8, 2016

„გაფორმდა ურთიერთ შეთანხმების მემორანდუმი, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ერთიანი ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.“- აღნიშნა ინსპექტორის მოადგილე ნიკოლოზ ბრეგვაძემ.

ნოემბერი 1, 2016

ინსპექტორს აპარატიში არაერთმა მოქალაქემ მოგვმართა კითხვით, თუ საიდან შეიძლება ყოფილიყო მათი ნომერი იმ მონაცემთა ბაზაში, რომლიც წინა საარჩევნოდ მუშავდება. ჩვენი სამსახური დაინტერესდა ამ ფაქტით და ველოდებით დამატებით ინფორმაციას, როგორც კანდიდატისგან ისე მისი შტაბისაგან.

ოქტომბერი 3, 2016

რა უნდა ვიცოდეთ, თუ არჩევნების წინ ან არჩევნების დღეს ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებას, ან სხვა პერსონალურ მონაცემებს გვეკითხებიან?

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.