ეს საინტერესოა

სექტემბერი 6, 2017

ერთ კვირაში დედათქვენის დაბადების დღეა და თითქოს დამთხვევააო, თქვენი ფეისბუქის ნიუსფიდში ახლომდებარე სამკაულების მაღაზიის რეკლამა ჩნდება, რომელიც ქალის ნივთებზე ფასდაკლებას გთავაზობთ. ქორწინების იუბილე ახლოვდება, თქვენს პარტნიორს ძალიან უნდა ახალი ტელეფონი და „სრულიად შემთხვევით“ ფეისბუქი ტექნიკის მაღაზიების შემოთავაზებებს გაჩვენებთ. ცოტა ხნის წინ სამსახური შეიცვალეთ და თქვენი ოფისი სახლიდან შორს მდებარეობს. თითქოს დაბარებულივით, ეკრანზე უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ტაქსის კომპანიების რეკლამები. ისღა დაგრჩენიათ, დაიჯეროთ, რომ ვიღაც თქვენს აზრებს კითხულობს.

სექტემბერი 1, 2017

შაბათ-კვირა ახლოვდება და მეგობრებთან ერთად საღამოს გატარებას გეგმავთ - ჯერ კაფე, შემდეგ კინოში წასვლა. ფილმების განრიგის სანახავად Google Chrome-ით კინოთეატრის ვებგვერდზე შედიხართ. არჩევანი დიდია, ამიტომ YouTube-ზე ტრეილერებს უყურებთ და ყველაზე საინტერესოს არჩევთ. ბილეთებს ონლაინ ყიდულობთ და მეგობრებს Gmail-ით უგზავნით. ამასობაში კაფის მისამართს „გუგლავთ“ და Google Map-ის დახმარებით მიდიხართ ადგილზე.

აგვისტო 29, 2017

ტექნოლოგიური პროგრესისა და ინტერნეტის ეპოქაში თითოეული ჩვენგანი უამრავ აპლიკაციას, საძიებო სისტემას, სოციალურ ქსელს, ონლაინ მომსახურებას იყენებს. ნაწილი ფასიანია, ნაწილი - არა. თუმცა, ბევრს შესაძლოა არ უფიქრია იმაზე, რომ უფასო მომსახურებებიც არ არის ბოლომდე უფასო და მათ მისაღებად ჩვენს პერსონალურ მონაცემებს „ვიხდით.“

აგვისტო 11, 2017

აპლიკაცია Sarahah მსოფლიოსა და საქართველოში ინტერნეტის სენსაციად იქცა. მისი დახმარებით ანონიმური შეტყობინებების გაგზავნისა და მიღების მსურველი უკვე 300 მილიონზე მეტია. თუმცა რთული სათქმელია, ამ 300 მილიონიდან რამდენი გაეცნო აპლიკაციის წესებსა და პირობებს (Terms and Conditions) და კონფიდენციალურობის პოლიტიკას (Privacy Policy) სანამ „ვეთანხმები“ ღილაკს დააჭერდა.

ივლისი 6, 2017

რამდენიმე დღის წინ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დავაზე ფინეთის სახელმწიფოსა და მედიაკომპანიებს შორის. Satakunnan Markkinapörssi Oy და Satamedia Oy სახელმწიფოს იმის გამო ედავებოდნენ, რომ მათ ფინეთის მოქალაქეების შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაციის გაზეთში გამოქვეყნება აუკრძალეს.

ივნისი 8, 2017

აქამდე, როცა Google-ში თქვენთვის საინტერესო სიტყვას წერდით, ძებნის შედეგების გადასარჩევად ის რამდენიმე კატეგორიას გთავაზობდათ - All - ყველა, Images - სურათები Videos - ვიდეოები, News - სიახლეები, Maps - რუკები და More - მეტი. 2017 წლის მაისის ბოლოდან ამ ჩამონათვალს კიდევ ერთი: Personal - პერსონალური დაემატა.

ნოემბერი 17, 2016

საახალწლო ფასდაკლებების სეზონი ახლოვდება და, ალბათ, ონლაინ-შოპინგისთვის უკვე ემზადებით. თუმცა ამ დღეებისთვის არანაკლებ აქტიურად ემზადებიან ინტერნეტ-თაღლითებიც, რომლებიც სეილის ნაცვლად თქვენ შეცდომებს დარაჯობენ. იმისთვის, რომ საშოპინგო კალათის გავსების მაგივრად თქვენი ანგარიში არ დაცარიელდეს, უსაფრთხოების მარტივი წესების დაცვაა საჭირო.

ნოემბერი 11, 2016

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ადამიანის უმნიშვნელოვანესი უფლება და ამასთან ერთად სცენარისტებისა და რეჟისორების მუზაც არის. თვალთვალი, პერსონალური მონაცემების დაცვა ინტერნეტში, სპეცსამსახურები, მედია, ახალი ტექნოლოგიები - იმ გამოწვევების უმეტესობაზე, რომელიც დღეს ამ სფეროში არსებობს, კინოს პროფესიონალებს უკვე უფიქრიათ და ბევრი რამ გადაუღიათ კიდეც. ათ ფილმს და სერიალს ამ თემაზე ჩვენ თავი ამ პოსტში მოვუყარეთ.

ოქტომბერი 31, 2016

გაქვთ ფეისბუქი? ინტერნეტბანკი? სარგებლობთ e-mail-ით? მაშინ თქვენ ჰაკერების პოტენციური სამიზნე ხართ. ინტერნეტში წამში 22 პერსონალურ მონაცემს იპარავენ და მხოლოდ გასულ წელს საფრთხე 707 მილიონი ადამიანის ონლაინ-უსაფრთხოებას დაემუქრა. რას აკეთებთ იმისთვის, რომ შემდეგი მსხვერპლი თქვენ არ აღმოჩნდეთ? გააკეთეთ ტესტი და გაზომეთ თქვენი ინტერნეტ-უსაფრთხოების ინდექსი.

ოქტომბერი 31, 2016

ჰელოუინი მონსტრებისა და საშიში ისტორიების დღეა. თუმცა იცით თუ არა, რომ მონსტრებზე არანაკლებ საშიში შეიძლება პერსონალური მონაცემების გამჟღავნება იყოს? თუ გაინტერესებთ, რატომ, წაიკითხეთ ჩვენი პოსტი და კიდევ ერთხელ დაფიქრდით თქვენი მონაცემების დაცვაზე.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.