პერსონალური მონაცემების დაცვა ჯანდაცვის დაწესებულებებში - ინსპექტორის აპარატი ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება სამედიცინო დაწესებულებებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვა ჯანდაცვის სფეროში - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე იმსჯელეს ინსპექტორის აპარატის მიერ მომზადებული რეკომენდაციაზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პერსონალურ მონაცემების დამუშავების შესახებ. გაიმართა დისკუსია პრაქტიკაში არსებული საკითხებისა და აქტუალური პრობლემების გარშემო.

„მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს დაბალანსებული მიდგომა, ერთი მხრივ, ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემის და მისი პერსონალური მონაცემების დაცვის, ხოლო მეორე მხრივ, ჯანდაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშესაწყობად“ - ნათქვამია რეკომენდაციაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები. შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამწლიანი პროგრამა ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.