პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადება არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ამსახველი ვიდეომასალის შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სოციალურ ქსელებში არასრულწლოვანზე ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება. ვიდეომასალაში, რომელიც შეიცავს ძალადობისა და ბულინგის ფაქტებს, სრულად შესაძლებელია ბავშვის იდენტიფიცირება, რაც ხელყოფს მის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს მის ინტერესებს.

მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და ვიდეომასალა მოხსნილია გავრცელების რამდენიმე წყაროდან, სამწუხაროდ, სოციალურ ქსელების მომხმარებელთა ნაწილი ხელახლა ახდენს მის ტირაჟირებას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დაუშვებლად მიიჩნევს ამგვარი ვიდეომასალის ტირაჟირებას და ყველას მოუწოდებს ამ და მსგავსი ვიდეოს გავრცელების შემთხვევაში მისი შემდგომი გაზიარების ნაცვლად დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს, მათ შორის, ინსპექტორის აპარატს.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.