პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადება „ქრონიკა +“ - ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეხმაურება გაზეთ „ქრონიკა+“-ის მიერ რამდენიმე საათის წინ ინტერნეტ სივრცეში ეგრეთ წოდებული ციხის კადრების გავრცელების ფაქტს.

გავრცელებულ ვიდეომასალაში შესაძლებელია მასზე ასახული პირების სრულად იდენტიფიცირება. ეს ხელყოფს მათ პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ზიანს აყენებს მათი და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს.

მიუხედავად იმისა, რომ ინსპექტორის მანდატი არ ვრცელდება მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქმიანობის პროცესზე, მედია ვალდებულია დაიცვას ბალანსი საზოგადოების ინფორმირებასა და მოქალაქეთა პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობას შორის. მით უფრო, როდესაც საქმე ეხება წამების და არაადამიანური მოპყრობის არაერთ მსხვერპლს და გავრცელების ფორმა იძლევა მასზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის საშუალებას.

ინსპექტორი მოუწოდებს „ქრონიკა+“-ს შეწყვიტოს პირების იდენტიფიცირება მის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალებში.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.