პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი „ბერლინის ჯგუფის“ 62-ე შეხვედრაში მონაწილეობს

თანამედროვე ტექნოლოგიები და მათთან დაკავშირებული გამოწვევები პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით, კიბერ-ბულინგი, სოციალურ ქსელებში მონაცემთა დაცვა და ხელოვნური ინტელექტი − პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი პარიზში, ტელეკომუნიკაციების სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის, ე.წ. „ბერლინის ჯგუფის“ შეხვედრაში მონაწილეობს.

27-28 ნოემბერს გამართული შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ზემოაღნიშნულ თემებს და მსჯელობენ ტელეკომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ სარეკომენდაციო დოკუმენტებზე. „ბერლინის ჯგუფის“ შეხვედრაზე საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს საერთაშორისო ურთიერთობების უფროსი, ანი ნოზაძე და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სალომე ბახსოლიანი წარმოადგენენ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად მუშაობენ ზემოაღნიშნულ საკითხებზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი „ბერლინის ჯგუფის“ სრულუფლებიანი წევრი 2016 წლის მარტში გახდა. ჯგუფის მიზანია შეიმუშაოს სხვადასხვა რეკომენდაცია ტელეკომუნიკაციის, მათ შორის, ინტერნეტის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გარდა, ჯგუფი აერთიანებს სხვა საჯარო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ექსპერტებს მსოფლიოს მასშტაბით.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.