პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

ეთიკა, მონაცემთა დაცვა და თანამედროვე ტექნოლოგიები - თამარ ქალდანი ბრიუსელში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მე-40 კონფერენციას ესწრება.

კონფერენციას სახელწოდებით „დებატები ეთიკის შესახებ: ღირსება და პატივისცემა მონაცემებით მართულ ცხოვრებაში (Debating Ethics: Dignity and Respect in Data Driven Life)” მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის დელეგატი ესწრება. წელს პირველად, კონფერენციას ერთდროულად ორი მასპინძელი ჰყავს, ბულგარეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო და ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველის ოფისი, შესაბამისად, ერთდროულად ღონისძიებები იმართება სოფიაში, ბულგარეთსა და ბრიუსელში, ბელგიაში.

კონფერენციის დამსწრეებს მიმართავენ Apple-ს აღმასრულებელი დირექტორი, ტიმ კუკი, ასევე სპეციალური ვიდეო-მიმართვით, Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი. გარდა ამისა, დახურული სესიების განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ შემდგომ საქმიანობაზე, რეკომენდაციებზე, რეზოლუციებსა და დეკლარაციებზე.

თამარ ქალდანი დაესწრება კონფერენციის დამატებით ღონისძიებებსაც, მათ შორის, ევროპის საბჭოს მოდერნიზებული 108-ე კონვენციასთან დაკავშირებულ ღონისძიებას, სადაც ისაუბრებს კონვენციის მოდერნიზების მნიშვნელობასა და კონვენციის კომიტეტის საქმიანობის როლზე.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.