პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ევროპის საბჭოს საკონსულტაციო კომიტეტის ბიუროს 43-ე სხდომას ესწრება

თანამშრომლობა ევროპის საბჭოს სხვა კომიტეტებთან, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავება, სახელმძღვანელო მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციისასთვის (ICANN) - ჟენევაში ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის ბიუროს 43-ე სხდომა იმართება.

ბიუროს სხდომაზე მონაწილეები მსჯელობენ პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის მოდერნიზების საკითხებზე. ბიუროს წევრები ასევე განიხილავენ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ რეკომენდაციის პროექტს და სახელმძღვანელოს მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციისასთვის (ICANN), ასევე მიმიოხილავენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებსა და კომიტეტის საქმიანობის ძირითად სამუშაო მიმართულებებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საკონსულტაციო კომიტეტში საქართველოს მეოთხე წელია წარმოადგენს. თამარ ქალდანი ბიუროს წევრად 2016 წლის ივნისში აირჩიეს.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.