პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ევროპის საბჭოს საკონსულტაციო კომიტეტის ბიუროს 42-ე სხდომას ესწრება

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავება და დაცვა, პერსონალური მონაცემების დამუშავება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, საკონსულტაციო კომიტეტის თანამშრომლობა ევროპის საბჭოს სხვა კომიტეტებთან - პარიზში ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის ბიუროს 42-ე სხდომა იმართება. ბიუროს სხდომაში მონაწილეობს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი.

ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის მოდერნიზების საკითხისა და კომიტეტის სამუშაო პროგრამის შესახებ, შემუშავდება კომიტეტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი და ძირითადი განსახილველი საკითხები.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარტი საკონსულტაციო კომიტეტში საქართველოს მეხუთე წელია წარმოადგენს. თამარ ქალდანი ბიუროს წევრად 2016 წლის ივნისში აირჩიეს.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.