პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ესტონეთში საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

ევროკავშირის ახალი რეგულაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების დანიშვნა, ახალი რეგულაციის გავლენა კერძო სექტორზე - ამ და სხვა თემების განსახილველად პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები და სფეროს ექსპერტები ესტონეთის ქალაქ ტარტუში იკრიბებიან. საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი და მისი მოადგილე, ნიკოლოზ ბრეგვაძე წარმოადგენენ.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ევროკავშირის ახალი რეგულაციის დანერგვის მექანიზმებს, მისი განხორციელების სხვადასხვა პრაქტიკულ ასპექტს და გავლენას საჯარო და კერძო სექტორზე, იმსჯელებენ მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემის საკითხებზე და საზედამხედველო ორგანოების როლზეც.

კონფერენცია ტარდება ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის ფარგლებში, ესტონეთის იუსტიციის სამინისტროსა და ტარტუს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.