ინსპექტორის აპარატში დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგი ჩატარდა

პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობა, ინპექტორის მანდატი, მონაცემების დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, ვიდეოკონტროლის განხორციელება, პირდაპირი მარკეტინგი, მოქალაქეთა უფლებები, მონაცემთა გასაჯაროვების საფუძვლები - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში თემით დაინტერესებული პირებისათვის, კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის 2018 წელს პირველი ტრენინგი გაიმართა.

მას ინსპექტორის აპარატის პროექტებისა და სამართლებრივი ანალიზის მენეჯერი მარიამ ელყანაშვილი უძღვებოდა.

არის თუ არა შენობაში ვიდეოთვალთვალი დასაშვები და რა გამონაკლისები არსებობს,

როგორ უნდა დამუშავდეს ბიომეტრული მონაცემები, რა პრინციპები მოქმედებს მონაცემების მესამე პირებზე გადაცემის დროს, რომელია გასაკუთრებული კატეგორიის მონაცემები და რა სანქციები არსებობს პერსონალურ მონაცემთა კანონის დარღვევისას - ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომლითაც დამსწრე საზოგადოება დაინტერესდა.

დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგი ყოველთვიურად იმართება. შემდეგი ტრენინგი მარტში გაიმართება.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.