ინსპექტორის აპარატმა აზარტული თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების კონცეფციის განხილვაში მიიღო მონაწილეობა

ონლაინ აზარტულ თამაშებში 21 წლამდე პირთა ჩართვის პრევენცია, თვითრეგულაციის მექანიზმები და გამოწვევები - საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას იწყებს. პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული კონცეფციის განხილვას ინსპექტორის აპარატის თანამშრომლები დიმიტრი გუგუნავა და სალომე ბახსოლიანი დაესწრნენ.

შეხვედრაზე, რომელშიც პარლამენტის, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სფეროს რეგულირების, ასაკობრივი ცენზის, თვითაკრძალვის მექანიზმსა და სხვა საკითხებზე იმსჯელეს.

საკანონმდებლო ცვლილებების კონცეფციასა და სამომავლო რეგულაციებზე აპარატის წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიციები და მოსაზრებები დააფიქსირეს. „აღნიშნული სისტემა უნდა შეიქმნას იმგვარად, რომ შექმნის პროცესშივე იყოს გათვალისწინებული პერსონალური მონაცემთა დაცვის საკითხები და არ მოხდეს პირთა უფლების შელახვა. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს აქტიურად ჩავერთოთ კონსულტაციის რეჟიმში, როგორც ნორმატიული ბაზის შექმნის, ასევე სისტემის ტექნიკურად გამართვის საკითხებთან დაკავშირებით.“ - აღნიშნა დიმიტრი გუგუნავამ.

შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობთ განხორციელდა.

იხილეთ ფოტო გალერია

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.