მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემა

სხვა სახელმწიფოსათვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მონაცემთა გადაცემად ითვლება მონაცემთა გადაცემა ისეთი მიმღებისთვის, რომელზეც არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია. მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემის დროს პერსონალური მონაცემები სცდება სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებს.

მაგალითი: სახელმწიფოებს შორის „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპის საბჭოს 1988 წლის 25 იანვრის კონვენციით გათვალისწინებული ინფორმაციის გადაცემა კონვენციის წევრი სახელმწიფოსთვის.

მონაცემთა გადაცემა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ:

  • არსებობს მონაცმეთა დამუშავების კანონიერი საფუძვლები და თუ შესაბამის სახელმწიფოში და საერთაშორისო ორგანიზაციაში უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები;
  • მონაცემთა გადაცემა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით;
  • მონაცემთა დამმუშავებელი უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიებს და მონაცემთა სუბიექტის ძირითადი უფლებების დაცვას მონაცემთა დამმუშავებელსა და შესაბამის სახელმწიფოს, ასეთი სახელმწიფოს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ან საერთაშორისო ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

! მონაცემთა დამმუშავებელსა და მონაცემთა მიმღებს შორის ხელშეკრულების საფუძველზე მონაცემთა გადაცემისას აუცილებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნებართვა.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.