სამართალდამცავ სტრუქტურებზე ზედამხედველობა

სამართალდამცავ სტრუქტურებზე ზედამხედველობა

2014 წლის ნოემბერში საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილებების საფუძველზე, 2015 წლის 31 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების და უფლებამოსილი ორგანების მონაცემთა ბანკებში განხორციელებული აქტივობების კონტროლს.

ფარული საგამოძიებო მოქმედების - სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის განხორციელებაზე ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაზე ელექტრონული თანხმობის გაცემით;

ინსპექტორი ამოწმებს სასამართლოს განჩინების ან გადაუდებელ შემთხვევაში პროკურორის დადგენილების არსებობას, მასში მითითებული მონაცემების შესაბამისობას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ - ტექნიკური დეპარტამენტის მიერ ინიცირებულ მოთხოვნასთან და მხოლოდ მონაცემების სრულად დამთხვევისას შემდეგ, ელექტრონული ფორმით გასცემს ნებართვას, რომ ე.წ. მართლზომიერი გადაჭერის სისტემამ გახსნას არხი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, ინსპექტორი ახდენს კანონით გათვალისწინებულ რეაგირებას, რაც გულისხმობს როგორც მონაცემებზე წვდომის შეწყვეტას, ასევე ჯარიმის დაკისრებას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ფარულ მიყურადებაზე ზედამხედველობის ორეტაპიანი სისტემის გარდა, ასევე ახორციელებს კონტროლს მონაცემთა ბანკებში განხორციელებულ აქტივობებსა თუ სამართალდამცავი ორგანოების მიერ დანაშაულის გამოძიების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე.

ზედამხედველობა ხორციელდება სასამართლოს, პროკურატურის და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლი კომპანიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედარებით და ინსპექტირების გზით, რომელიც შეიძლება დაიწყოს როგორც მოქალაქის განცხადების, ისე ინსპექტორის ინიციატივით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე −138-ე მუხლებით და 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებზე განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წელიწადში ორჯერ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს წარუდგენენ.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.