რა არის პერსონალური მონაცემი?

პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი მონაცემი, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებულ ფიზიკურ პირს. მაგალითად, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბანკო ინფორმაცია, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, ინფორმაცია მის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ან სხვა მონაცემი, რომლითაც შესაძლებელია პირის პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით იდენტიფიცირება, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლებით.

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები

მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრიანებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან; აგრეთვე ბიომეტრული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს განეკუთვნება ოფიციალური დოკუმენტები, სადაც მითითებულია პირის რასობრივი კუთვნილება ან ეთნიკური წარმომავლობა, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში არსებული პაციენტის ისტორია, ნასამართლობის ცნობა, პროფესიული ან პოლიტიკური ორგანიზაციის წევრის მოწმობა და სხვა.

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების საფუძვლები იხილეთ აქ.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.