მონაცემთა დამმუშავებლის ვალდებულებები

მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია:

  • მონაცემთა დამუშავებისას დაიცვას მონაცემთა დამუშავების პრინციპები;
  • უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან ინფორმაციის მიღებისას, მიაწოდოს მას ინფორმაცია მონაცემთა დამუშვების თაობაზე - მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის ვინაობა და რეგისტრაციის მისამართი; მონაცემთა დამუშვების მიზანი; სავალდებულოა თუ არა მონაცემთა მიწოდება და თუ სავალდებულოა, მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები;
  • მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს ინფორმაცია მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლების, მიზნის, მონაცმეთა შეგროვების საშუალებებისა და დამუშავებული მონაცემების მოცულობის შესახებ;
  • გააცნოს მონაცემთა სუბიექტს თავისი უფლება მის შესახებ დამუშავებული ინფორმაციის მიღების, მისი გასწორების, დაბლოკვის, წაშლისა და განადგულების მოთხოვნაზე;
  • დაიცვას და უზრუნველყოს მონაცემთა უსაფრთხოება - გაატაროს ისეთი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო ან შემთხვევითი გამოყენებისა და დაკარგვისაგან;
  • აღრიცხოს მონაცემთა გამჟღავნების შემთხვევები შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მითითებით;
  • უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დასაცავად სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღება, თუ მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უფლებამოსილი პირის მეშვეობით;
  • სხვა სახელმწიფოს იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მონაცემთა გადაცემის შემთხვევაში, წინასწარ მიიღოს ინსპექტორის ნებართვა;
  • აწარმოოს ფაილურ სისტემათა კატალოგი;
  • ფაილური სისტემის შექმნამდე ან მასში ახალი კატეგორიის მონაცემთა შეტანამდე ფაილური სისტემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.