ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები

ბიომეტრიული მონაცემი არის ნებისმიერი ფიზიკური, ფსიქიკური ან ქცევის მახასიათებელი, რომელიც უნიკალურია და მუდმივია თითოეული ფიზიკური პირისათვის და რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება (თითის ანაბეჭდები, თვალის ფერადი გარსი, თვალის ბადურის გარსი, თვალის ბადურის გამოსახულება, სახის მახასიათებელი).

გენეტიკური მონაცემი არის ფიზიკური პირის უნიკალური და მუდმივი მონაცემი გენეტიკური მემკვიდრეობის ან/და დნმ-ის კოდის შესახებ, რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება.

საჯარო დაწესებულებას ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება შეუძლია კანონით დადგენილი წესით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ან სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი პირის იდენტიფიკაციის მიზნებისათვის.

ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება ასევე შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ეს:

  • აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნებისთვის;
  • აუცილებელია საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით.
! შეუძლებელი უნდა იყოს აღნიშნული მიზნების მიღწევა სხვა საშუალებით ან უკავშირდებოდეს არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას. რუ

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.