მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემა

სხვა სახელმწიფოსათვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მონაცემთა გადაცემად ითვლება მონაცემთა გადაცემა ისეთი მიმღებისთვის, რომელზეც არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია. მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემის დროს პერსონალური მონაცემები სცდება სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებს.

მაგალითი: საქართველოში რეგისტრირებული კომპანია მისი მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს უგზავნის პარტნიორ ორგანიზაციას, რომელიც რეგისტრირებულია და საქმიანობს სხვა სახელმწიფოში.

მონაცემთა გადაცემა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ:

  • არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძვლები და თუ შესაბამის სახელმწიფოში და საერთაშორისო ორგანიზაციაში უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები.
  • მონაცემთა გადაცემა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით;
  • მონაცემთა დამმუშავებელი უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიებს და მონაცემთა სუბიექტის ძირითადი უფლებების დაცვას მონაცემთა დამმუშავებელსა და შესაბამის სახელმწიფოს, ასეთი სახელმწიფოს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ან საერთაშორისო ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;

! მონაცემთა დამმუშავებელსა და მიმღებს შორის ხელშეკრულების საფუძველზე მონაცემთა გადაცემისას აუცილებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნებართვა.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.