მონაცემთა უსაფრთხოება

მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემთა უსაფრთხოება და მიიღოს ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები მონაცემთა შემთხვევითი ან უკანონო განადგურების, შეცვლის, გამჟღავნების, მოპოვების, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო და შემთხვევითი გამოყენებისა და დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით.

მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა მონაცემთა დამმუშავებლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროება გამომდინარეობს თავად მონაცემთა დამმუშავებლის ინტერესიდან, რადგან მისმა უგულებელყოფამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ორგანიზაციის იმიჯსა და სანდოობას, ზიანი მიაყენოს მონაცემთა სუბიექტს და გამოიწვიოს დამმუშავებლის მატერიალური პასუხისმგებლობა.

მონაცემთა უსაფრთხოების ზომების ადეკვატურობა და რისკების შეფასება

მონაცემთა უსაფრთხოებისათვის მიღებული ზომები უნდა იყოს მონაცემთა დამუშვებასთან დაკავშირებული რისკების ადეკვატური.

რისკების შეფასებისას მხედველობაში მიიღება:

  • დამუშავებული მონაცემების ხასიათი;
  • დამუშავებული მონაცემების მოცულობა;
  • ორგანიზაციის თანამშრომელთა რაოდენობა და მონაცემთა ბაზასთან მათი წვდომის ხარისხი;
  • მონაცემებთან წვდომის მქონე მესამე პირების მიერ მონაცემთა უსაფრთხოების წესების დაცვა.

მონაცემთა უსაფრთხოების ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები

მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ორგანიზაციაში უნდა გატარდეს შემდეგი სახის ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები:

  • განისაზღვროს მონაცემთა ბაზის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები;
  • დაინერგოს შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოების სისტემა;
  • უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევისთვის უნდა არსებობდეს სწრაფი რეაგირების მექანიზმი - ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს უნარი, აღადგინოს მონაცემები და მაქსიმალურად შეამციროს ზიანი.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.