ელ.კომუნიკაციის კომპანიის შეტყობინების ვალდებულება

ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების ინსპექტორისთვის შეტყობინების ვალდებულება

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-82 მუხლის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციის განმახორციელებელი კომპანიები ვალდებულნი არიან აღრიცხონ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემის ფაქტები და მონაცემების გადაცემის შესახებ (როდესაც გადაცემა არ ხორციელდება ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით) აცნობონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მათი გადაცემიდან 24 საათში.

! პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორისთვის ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს საიდუმლო კორესპონდენციის მეშვეობით წერილობით ან ელექტრონული მატარებლის საშუალებით, კორესპონდენციის მიღება ინსპექტორის აპარატში წარმოებს ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაში.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.