ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები

ბიომეტრიული მონაცემი არის ნებისმიერი ფიზიკური, ფსიქიკური ან ქცევის მახასიათებელი, რომელიც უნიკალური და მუდმივია თითოეული ფიზიკური პირისათვის და რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება (თითის ანაბეჭდები, თვალის ფერადი გარსი, თვალის ბადურის გარსი, თვალის ბადურის გამოსახულება, სახის მახასიათებელი).

გენეტიკური მონაცემი არის ფიზიკური პირის უნიკალური და მუდმივი მონაცემი გენეტიკური მემკვიდრეობის ან/და დნმ-ის კოდის შესახებ, რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება.

კერძო ორგანიზაციას ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება შეუძლია კანონით დადგენილი წესით, თუ ეს:

  • აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნებისთვის;
  • აუცილებელია საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით.

! აღნიშნული მიზნების მიღწევა სხვა საშუალებით შეუძლებელი უნდა იყოს ან უკავშირდებოდეს არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას.

ბიომეტრიულ მონაცემთა გამოყენებამდე მონაცემთა დამმუშავებელმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების შესახებ, მათ შორის:

  • ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება მონაცემთა სუბიექტს;
  • მონაცემთა დამუშავების მიზეზი;
  • მონაცემთა დაცვის გარანტიები.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.