ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხთა ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა

მართლმსაჯულების სექტორის რეფორმები, მიგრაცია და საზღვრის მართვა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და პერსონალურ მონაცემთა დაცვა - 24 აპრილს ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში არსებული მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხთა ქვეკომიტეტის მე-4 სხდომა გაიმართა. ქვეკომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი.

ქვეკომიტეტის სხდომის ძირითად სამუშაო საკითხებს წარმოადგენდა მიგრაციისა და საზღვრის მართვის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და თავიდან აცილების საკითხები, ასევე, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმები და პერსონალურ მონაცემთა დაცვა. ევროკავშირის წარმომადგენლებმა და საქართველოს დელეგაციის წევრებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებები. სხდომის ფარგლებში, თამარ ქალდანმა ისაუბრა საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობისა და ინსპექტორის აპარატის საქმიანობის შესახებ.

მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხთა ქვეკომიტეტის შეხვედრები იმართება ყოველწლიურად მონაცვლეობით თბილისსა და ბრიუსელში. მიმდინარე წელს ქვეკომიტეტის სხდომას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა უმასპინძლა.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.